ფეხბურთი

12:43 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალმა ვან გაალს იმედი გადაუწურა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს და თავს “ბიანკონერის” რიგებში ბედნიერად გრძნობს.

“ტურინში მე და ჩემი ოჯახი თავს კარგად ვგრძნობთ და გუნდის გამოცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ.” – განაცხადა სამხრეთამერიკელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის სასურველ ფეხბურთელთა სიაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში არტურომ 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2014/15 წლების სეზონში ვიდალის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონით დაეცა და ახლა მისი გამოსყიდვა 42 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძლება.

0.140676