ჩოგბურთი

23:05 | 13.04.2015 | ნანახია 0 - ჯერ

თურქეთსა და ანტალიაში

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმყოფება, სადაც 10-ათასიან ტურნირში მე-3 განთესვით ჩაებმება. გორგოძის პირველი მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი იასმინ გულმანი იქნება.

იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში იმყოფება სოფო ქვაცაბაია. მე-4 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბრიტანელ მირაბელ ნჯოზესთან მოსინჯავს.

წყვილებში ქვაცაბაია და ჰოლანდიელი ქუირინ ლემოინი კვიპროსელ კნეზევიჩს და ჩინელ ლის გაეჯიბრენიან.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062034