შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა-ს ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩატარდა. ტურნირის ფავორიტმა ლონდონის “ჩელსიმ” სტატუსი გაამართლა, დონეცკის “შახტარს” 3:2 მოუგო და საპატიო თასის მფლობელი გახდა.
დონეცკელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა ბექა ვაჩიბერაძემ, რომელმაც 80-ე წუთზე არბიტრისგან ყვითელი ბარათი მიიღო.









