ცნობილმა ჰოლანდიურმა გამოცემამ Soccernews.nl–მ ერედივიზიონის 30-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
ჩვენდა სასახარულოდ, კვირის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა არნემის “ვიტესისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია. მის გარდა, “ვიტესიდან” სიმბოლურში ბერნარდ ტრაორე მოხვდა. გასულ ტურში არნემელთა შემადგენლობაში კარგად ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც და საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა კვირის გუნდში მისი ადგილი არ მოიძებნა.
ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელი კი “ჰერენვენიდანაა” წარდგენილი, რომელმაც შინ “ალკმაარი” გაანადგურა (5:2).
30-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ჰანი (“ზვოლე”);
მცველები: იუსტე (“ჰერენვენი”), კაშია (“ვიტესი”), ბრენეტი (პსვ), დიკსი (“ტილბურგი”);
ნახევარმცველები: ტერნი (“ჰერენვენი”), გუარდადო (პსვ), ტაპია (“ტვენტე”)
თავდამსხმელები: ტიგადუინი (“ბრედა”), მიაიჩი (“ტვენტე”), ტრაორე (“ვიტესი”).