ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის 28-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო გუნდში ორ-ორი მოთამაშე არიან წარდგენილნი: “კიოლნიდან”, “ბაიერნიდან” და “ლევერკუზენიდან”.
აღსანიშნავია, ტიაგო ალკანტარას სიმბოლურში მოხვედრა. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა ახლახანს მოირჩინა და უმალ შევიდა ფორმაში.
28-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ბიურკი (“ფრაიბურგი”);
მცველები: იედვაი (“ლევერკუზენი”), ჰაინლოტი (“პადერბორნი”), ექტორი (“კიოლნი”);
ნახევარმცველები: გუილავოგი (“ვოლფსბურგი”), ალკანტარა (“ბაიერნი”), ჰერმანი (“მიუნხენგლადბახი”), ჩალჰანოღლუ (“ლევერკუზენი”);
თავდამსხმელები: ოსაკო (“კიოლნი”), გინჩეკი (“შტუტგარტი”), ლევანდოვსკი (“ბაიერნი”).