ფეხბურთი

18:34 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუსთან” შვაინშტაიგერისა და რიბერის გარეშე

მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერები ფრანკ რიბერი და ბასტიან შვაინშტაიგერი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, “პორტუს” წინააღმდეგ, ვერ ითამაშებენ.

“ბაიერნს” მძიმე საკადრო პერიოდი რომ უდგას, კარგად მოგეხსენებათ. ამჟამად საკლუბო ლაზარეთში არიენ რობენი (პრესის კუნთები აქვს გაწყვეტილი), დავიდ ალაბა (მყესების ტრავმა), ტომ შტარკე (გაწყვეტილი მყესები), მეჰდი ბენატია (კუნთების აქვს გაწყვეტილი), ბასტიან შვაინშტაიგერსა და ფრანკ რიბერის კი ქუსლის პრობლემები აქვთ. მიუნხენში იმედოვნებდნენ, რომ შვაინშტაიგერი და რიბერი პორტუგალიელთა წინააღმდეგ იასპარეზებდნენ, თუმცა ექიმებმა მათი “ფეხზე დაყენება” ვერ მოასწრეს და მეოთხედფინალის პირველ მატჩში მათი თამაში გამოირიცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111179