ქართველ მოჭადრაკეს გაიოზ ნიგალიძეს დიდხნიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი, დუბაის საერთაშორისო ტურნირზე მომხდარი ინციდენტია. ნიგალიძეს მაქინაციაში მონაწილეობა ბრალდება.
გაიოზი სომეხ ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა. ქართველი მოჭადრაკე ტუალეტში ხშირად გადიოდა, რამაც პეტროსიანი დააეჭვა და მსაჯებს აცნობა. როგორც აღმოჩნდა, ნიგალიძეს ტუალეტში მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და საჭადრაკო პროგრამით, მეტოქის შესაძლო სვლებს ამოწმებდა. ქართველი ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა, რომლის შემოწმების შემდეგ, ტუალეტში გახვეული ტელეფონი იპოვეს. ნიგალიძე ტურნირიდან მოკვეთეს და მკაცრი სასჯელი ელის.
ქართველი მოჭადრაკე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მობილური მას არ ეკუთვნოდა. თუმცა, სოციალური ქსელში თავისი სახელით გახლდათ შესული და მის თამაშს საჭადრაკო პროგრამა აანალიზებდა.