ფეხბურთი

15:19 | 13.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ვესტ ჰემს” ჯენკინსონის გამოსყიდვა სურს

ლონდონურ “ვესტ ჰემს” თანაქალაქელი “არსენალის” საკუთრებაში მყოფი მარჯვენა მცველის კარლ ჯენკინსონის გამოყიდვა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში კარლი “ჩაქუჩებში” იჯარის წესით ასპარეზობს და საკმაოდ კარგად გამოიყურება (30 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა). ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობას მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა სურს და მზადაა, რომ მასში 10 მილიონი ფუნტი გაიღონ.

“ვესტ ჰემის” გარდა, 23 წლის მცველით “ლივერპულიც” ინტერესდება.

0.105207