კალათბურთი

13:50 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 9 ქულა და 7 მოხსნა

გიორგი შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ვენეციაში “უმანასთან” 68:89 დამარცხდა. შერმადინმა კარგად ითამაშა და 19 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთზე 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასა და 7 მოხსნასთან ერთად, შერმადინს აქტივში 1 ჩაჭრაც ჰქონდა. კანტუელთაგან საუკეთესო მეტა უორლდ პისი იყო 12 ქულით.

11 მოგებით და 14 მარცხით “კანტუ” სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20 აპრილს, “კანტუ” “ვანოლის” უმასპინძლებს.

0.122004