ფეხბურთი

13:45 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” მირანდას აკვირდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი მაიკლ ემენალო 11 აპრილს “მალაგასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” მატჩს დაესწრო და ბრაზილიელ ფეხბურთელს მირანდას სტადიონიდან დააკვირდა.

“არისტოკრატები” “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად გასულ ზაფხულს “სელესაოს” ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა სამხრეთამერიკელი “როხიბლანკოს” რიგებში დარჩა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “ჩელსიმ” “ატლეტიკოდან” მირანდას ორი უახლოესი ფეხბურთელი დიეგო კოშტა და ფელიპე ლუისი გადაიბირა. ევროპული გამოცემების ცნობით, შესაძლოა 30 წლის ფეხბურთელზე გავლენა მეგობრებმა მოახდინონ და შემდეგ სეზონში მირანდა ლონდონური კლუბის რიგებში ვიხილოთ.

მცველს მადრიდელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. მირანდას სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა.

0.11296