ფეხბურთი

1:34 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალს” მოუგებელი სერია გაუგრძელდა

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს წამყვანი ხუთეულის კლუბებს არ უთამაშიათ. ევროსაგზურების ზონაში მყოფთაგან, გუშინ მხოლოდ “ვილიარეალმა” ითამაშა, რომელმაც გასვლაზე “ხეტაფესთან” გაიყო ქულები და ლა ლიგაში მოუგებელი სერია ხუთამდე, ხოლო ყველაზე ტურნირზე ერთად – შვიდ მატჩამდე გაზარდა. ქულების გარდა, სტუმრებმა წამყვანი მცველი მატეო მუსაჩიოც დაკარგეს, რომელმაც 78-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა. ამ დროისთვის მარსელინიო ტორალს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა და ვალენსიელებმა შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს.


“ყვითელი წყალქვეშა ნავები” უჩეს პენალტით იგებდნენ, თუმცა 64-ე წუთზე დიეგო კასტრომ გათანაბრება მოახერხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

კატალონიურმა “ესპანიოლმა” შინ ბასკური “ბილბაო” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი სერხიო გარსიამ მე-40 წუთზე გაიტანა – 1:0.

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “დეპორტივო” სან-სებასტიანს ეწვია და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდა, “სოსიედადისთვის” ქულის გამოგლეჯვა მოახერხა. პირველ ნახევარში გოლები ხაბი პრიეტომ და ლუკას პერესმა გაცვალეს, ხოლო მეორე ტაიმში ჩორი კასტრომ და ტოჩემ მოახერხეს თავის გამოჩენა – 2:2. “დეპორტივოს” 28 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მხოლოდ იმიტომ არაა, რომ კონკურენტებს უარესი ბურთების შეფარდება აქვთ.

დღის ბოლო შეხვედა “ნუევოს არკანხელზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “კორდობამ” “ელჩე” მიიღო და დამარცხდა, რითაც ლა ლიგაში დარჩენის ყველანაირი იმედი გადაიწურა. სტუმრები ტაიმის ბოლოს როკომ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში პასალიჩმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 0:2. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, “ხალიფებს” მე-17 ადგილამდე 9 ქულა აშორებთ. რაც შეეხება “ელჩეს”, ვალენსიურმა კლუბმა 31 ქულა დააგროვა და მე-15 პოზიციამდე აღზევდა.

ტური დღეს გასამართი ვალენსიური დერბით დასრულდება: “ვალენსია” შინ “ლევანტეს” მიიღებს.

ხეტაფე – ვილიარეალი 1:1 (0:0)


მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ნალდო, ალექსისი, ვიგარაი, ლაგო, ხ.როდრიგესი, ლასენი, დ.კასტრო (ბუენდია 83), ჰინესტროზა (სარაბია 62), ლეონი, ვაზკესი (დიავარა 90).
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ბაილი (მუსაჩიო 59), დორადო, ჯოკიჩი, გასპარი, მ.გომესი (ჩერიშევი 68), პინა, ტრიგეირასი, რუკავინა, ხ.მორენო, უჩე (ჯოვანი 63).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 უჩე (52 პენ), 1:1 დ.კასტრო (64).
გაფრთხილებები: ხ.როდრგესი, ნალდო – ტრიგეირასი, ბაილი, რუკავინა, მუსაჩიო, ჯოვანი, ხ.კოსტა
მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12(2)-9(4), ჯარიმა: 9-16, კუთხური: 11-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-1

ესპანიოლი – ბილბაო 1:0 (1:0)

ესპანიოლი, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ალვარო, ჰ.მორენო, არბილია, დუარტე, ა.გონსალესი (ვ.სანჩესი 68), კანიასი, ვ.ალვარესი, ლუკასი (მონტანესი 85), სტუანი (კაისედო 63), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, გურპეგი, ირაოლა, დე მარკოსი, მ.რიკო (იბაი 57), სან ხოსე, ბენიატი, ვიგუერა, უილიამსი, გ.ფერნანდესი (სუსაეტა 57).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: ს.გარსია 40.
გაფრთხილებები: სტუანი, ვ.ალვარესი – ლაპორტე, დე მარკოსი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 5(1)-10(2), ჯარიმა: 14-13, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-0

სოსიედადი – დეპორტივო 2:2 (1:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი (ელუსტონდო 58), ანსოტეგი, ზალდუა, ბერჩიჩი, გრანერო (ბერგარა 65), პარდო, ჩ.კასტრო (ველა 71), კანალესი, პრიეტო, აგირეჩე,
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ხუანფრანი, პაბლო, ბორგესი (მედუნჯანინი 66), ბერგენტინოსი, კავალეირო (ლაურე 84), ხ.როდრიგესი (ტოჩე 67), ლ.პერესი, რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 1:0 პრიეტო (33 პენ), 1:1 ლ.პერესი (40), 2:1 ჩ.კასტრო (57), 2:2 ტოჩე (78).
გაფრთხილებები: ანსოტეგი, ჩ.კასტრო, პრიეტო, ზალდუა – ფაბრი, ბორგესი, კავალეირო, ლოპო
მსაჯი: პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 9(4)-16(5), ჯარიმა: 12-19, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-2

კორდობა – ელჩე 0:2 (0:1)

კორდობა, “ნუევოს არკანხელი”

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, პანტიჩი, გუნინო (ვიკო 56), ლუსო, ედიმარი, კრინი, ბ.გარსია, გილასი (ჰელდონი 55), კარტაბია, ბებე (ფიდელი 70), ანდონე.
მწვრთნელი: სერხიო რომერა

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, როკო, დ.სუარესი, ალბაკარი (სისმა 58), მოსკერა, პასალიჩი, ა.ნიგუეზი (ა.ხიმენესი 74), ვ.როდრიგესი (კორო 91), ფაჟრი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 როკო (41), 0:2 პასალიჩი (68).
გაფრთხილებები: ლომბანი, ვ.როდრიგესი
გაძევება: ბ.გარსია 81.
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 14(2)-7(3), ჯარიმა: 9-26, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-2


თეგებილა ლიგა
0.157159