ფეხბურთი

14:28 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ ალვეშის შენარჩუნების იმედს არ კარგავს

“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბი დანი ალვეში “ბლაუგრანას” რიგებს მიმდინარე სეზონის ბოლოს არ დატოვებს და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ალვეშს “ბარსელონასთან” ხელშემკრულება 2014/15 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. ესპანურმა გრანდმა სამხრეთამერიკელს უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენელმა დინორა სანტაანამ წინადადება უარყო და განაცხადა, რომ კლუბთან მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.

“დიახ, “ბარსელონა” მოლაპარაკებას კვლავ განაგრძობს. კლუბი გამუდმებით ცდილობს ახალი ფეხბურთელების დამატებას და მოთამაშეებისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, თუმცა ამ საქმეს ფრთხილად ასრულებს. ალვეშის შემთხვევაში საქმე არ დახურულა. თუ ბრაზილიელი დასთანხმდება იმ შეთავაზებას, რომელიც გავუკეთეთ, იგი გუნდში დარჩება. ყველას აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენი მიზანი კი ახალი შეთანხმების დაანონსებაა.” – განაცხადა ბართომეუმ.

დანი ალვეში “ბარსელონაში 2008 წლის ივლისში მივიდა და მას შემდეგ “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 332 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 35 შევხედრაში თავი 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.113109