ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი, რიგით მე-4 სპარინგ-მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ისევ 2 წლით უფროსთა გუნდს შეხვდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.
ქართველებმა ლატვიის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი „რიგა" დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა პირველი მეოთხედი 8:13 დათმო, მომდევნო პერიოდები იოლად მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 81:39 იმარჯვა.
16 ქულით ქართველთაგან ბომბარდირი აკაკი ფიფია გახდა. შედეგიანად გაისარჯნენ მეფარეები – ზაურ ჯანელიძე და გოგა ბითაძე. ორივემ ორმაგი დუბლი მიითვალა. ბითაძემ 13 ქულა და 13 მოხსნა, ხოლო ჯანელიძემ 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ბერდია ქავთარაძემ.
ქართველები ლატვიაში კიდევ ერთ მატჩს გამართავენ და საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 13 აპრილს რუმინეთში გაემგავრებიან, სადაც ადგილობრივ 16-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ბულგარეთის ნაკრებიც ითამაშებს.
ამხანაგური მატჩი. რიგა. ლატვია. 11 აპრილი
რიგა U18 – საქართველო U16 39:81
www.gbf.ge