ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის პირველობა 10-წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის.
7-დან 6.5 ქულა დააგროვა და 10-წლამდე ასაკის ბიჭებს შორის დამაჯერებლად მოიპოვა თბილისის ჩემპიონის ტიტული ილია კავკასიძემ.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ლუკა ფირცხალავა. 5 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით მესამე საპრიზო ადგილი დავით სიბაშვილმა დაისაკუთრა.
გოგონათა შორის, ასევე 6.5 ქულით სალომე ბეიტრიშვილი გაჩემპიონდა. 6 ქულით ვერცხლის მედალი მარიამ გაბელაიამ ირგუნა, ხოლო 5 ქულით მესამე საფეხურზე მარიამ დოლაკიძე განთავსდა.