თორნიკე შენგელია, რომელსაც ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა, მოედანს “სევულიასთან” გასვლით მატჩში დაუბრუნდა და მორიგ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ბასკურმა კლუბმა 91:83 მოიგო, ქართველი კალათბურთელი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 15:12 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ ფაქტობრივად, უშეცდომოდ ესროლა. თოკომ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ფრანგი ლეგიონერი ფაბიენ კოსიე იყო, რომელმაც 25 ქულა მიითვალა.
“ლაბორალ კუჩამ” 16 მოგება და 12 მარცხი მოაგროვა და მე-7 ადგილზე იმყოფება.