ფეხბურთი

12:17 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და მარსელი ბოიკოტს აცხადებენ

ფრანგული კლუბების - პსჟ-სა და “მარსელის” ხელმძღვანელობამ ტელეარხ Canal+-ს ბოიკოტი გამოუცხადა.

“იმისათვის, რომ შემდგომი გაურკვევლობები თავიდან ავიცილოთ, პსჟ-ს მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება და Canal+-ის კამერების წინ საჯარო განცხადებებს არ გააკეთებენ. ეს ჩემპიონატის დასრულებამდე, 30 მაისამდე გაგრძელდება, რათა საკუთარი ინტერესები დავიცვათ.” - წერია პსჟ-ს განცხადებაში.

ფრანგულმა კლუბები ასეთი გადაწყვეტილება პსჟ-ს ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და “მარსელის” ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღეს. ორივე მათგანი მატჩის შემდგომ გაკეთებული კომენტარების გამო დაისაჯა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09717