ავტოსპორტი

22:31 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კინაღამ არ ითვლება

კინაღამ იმიტომ, რომ ჩინეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ნიკო როსბერგმა ლამის შეძლო თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონსთვის მორიგი პოულის მოპოვებაში ხელის შეშლა. ბრიტანელმა სესიის ბოლო ნაწილის პირველივე ცდაზე შეძლო იმ დროის ჩვენება, რომელიც შემდგომში ვერავინ გააუმჯობესა. ამჯერად პოულის ბედი 0.042 წამმა გადაწყვიტა.

ვერცხლისფერი ისრების მდევართა შორის, ყველაზე სწრაფი ისევ სებასტიან ფეტელია. პოულის დროს ის თითქმის წამით ჩამორჩა, მაგრამ რბოლისას „ფერარი“ სულ სხვა დონის მანქანაა და გერმანული გუნდისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რასაც ჰამილტონიც აღიარებს, ვისთვისაც ეს პოული კარიერაში 41-ეა.

„მე ამ ყველაფრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, რაც იმედს მისახავს. წინ ხანგრძლივი და გრძელი რბოლა გველის. ისინი (ფერარი) ძალიან სწრაფები არიან. ადრეც ასე იყო. წინ დაძაბული რბოლა გველის“, - ამბობს ჰამილტონი, ვისთვისაც ეს შანჰაის ტრეკზე მოპოვებული მეხუთე პოულ პოზიციაა.

ფეტელსა და კიმი რაიკონნს შორის ორივე „უილიამსი“ ჩადგა. მათგან უფრო სწრაფი ფელიპე მასა იყო. მრბოლევს მან აღიარა, რომ „მერსედესამდე“ ერთი ნაბიჯი კი არა, „მთელი კოსმოსია“. რაიკონენი პრაქტიკებზე სწრაფი იყო, თუმცა კვალიფიკაციის ყველაზე მთავარი, ბოლო წრე არ გამოუვიდა, რაც თავადვე აღიარა.

მხოლოდ მე-7 დრო აქვს დანიელ რიკარდოს, რომელიც ამის მიუხედავად, მანქანის პროგრესით კმაყოფილი დარჩა - მანქანა უკეთ სამართავია და ხანგრძლივ გამოსვლებზეც უფრო კარგ სისწრაფეს ავლენსო. მას იმედი აქვს, რომ რბოლაში „უილიამსის“ პილოტებს ბრძოლას გაუმართავს. ათეულში ვერც შეაღწია მისმა თანაგუნდელმა დანილ კვიატმა.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35.782
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.824
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.687
  4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.954
  5. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1:37.143
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:37.232
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.540
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:37.905
  9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:38.067
  10. მარკუს ერიქსონი (შვედთი, ზაუბერი) 1:38.158

- - - - - - - - - -

  1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:38.134
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:38.209
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:38.393
  4. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:38.538
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:39.290

- - - - - - - - - -

  1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.216
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.276
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:39.280
  4. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:42.091
  5. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:42.842

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091856