ფეხბურთი

18:37 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” ისევ ლიდერია

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის “დინამოს” მარტვილში გაუჭირდა, მართალია პაპუნაშვილის გოლით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა და მესამე ადგილამდე დაქვეითდა. მისმა კონკურენტებმა კი თავისი მატჩები მოიგეს, ბათუმის “დინამომ” “სამტრედიასთან,” “დილამ” - “სიონთან.” ახლა ბათუმელებს და გორელებს თანაბარი ქულები მოუგროვდათ, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობა ბათუმელებს აქვთ და ლიდერებიც ისინი არიან.

“ცხინვალს” დისკვალიფიკაციამოხდილი ნიკა კაჭარავა დაუბრუნდა და “გურიასთან” მატჩში დუბლი მიითვალა, ერთიც ლაშა შინდაგორიძემ დაამატა და ცხინვალელებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

დუბლი მიითვალა ფოთელმა ლევან შენგელიამაც. ”კოლხეთმა” კი ლანჩხუთში მაინც ჩასული “ზესტაფონი” გაანადგურა. მოგეხსენებათ, გუშინ მარგველთა გამგზავრება უსახსრობის გამო სათუო იყო.

23-ე ტური. 11 აპრილი

დინამო (ბათუმი) – სამტრედია 1:0 (1:0)

1:0 ლევან კაკუბავა (საკ. კარში 33)

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 0:0

ცხინვალი – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (0:0)

1:0, 2:0 ნიკა კაჭარავა (73, 79), 3:0 ლაშა შინდაგორიძე (86)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:2 (1:0)

1:0 რევაზ ჩიტიშვილი (45), 1:1 გიორგი განუგრავა (57), 1:2 ევგენი ტროიანოვსკი (86)

მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი) 1:1 (1:1)

0:1 გიორგი პაპუნაშვილი (15), 1:1 ვაჟა ლომაშვილი (19)

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)

1:0 გიორგი ერისთავი (72)

კოლხეთი (ფოთი) – ზესტაფონი 4:0 (1:0)

1:0 ლევან შენგელია (39), 2:0 თამაზ ჟიშკარიანი (62), 3:0 ლევან შენგელია (76), 4:0 გიგა ამბროლაძე (86)

მეტალურგი (რუსთავი) – შუქურა (ქობულეთი) 1:3 (0:1)

0:1 გიორგი გურული (45), 0:2 გიორგი ჩელებაძე (53), 0:3 ზურაბ მალანია (59), 1:3 რევაზ ბარაბაძე (79)

გუნდი

გგ

გმ

+/-

დინამო ბთ

23

14

3

6

30

19

11

45

დილა

23

13

6

4

34

18

16

45

დინამო თბ

23

13

5

5

37

20

17

44

სამტრედია

23

11

4

8

30

20

10

37

ცხინვალი

23

11

3

9

25

29

-4

36

ჩიხურა

23

10

6

7

31

25

6

36

შუქურა

23

9

6

8

28

26

2

33

გურია

23

8

8

7

23

30

-7

32

ტორპედო

23

7

10

6

28

24

4

31

კოლხეთი ფ

23

7

7

9

22

26

-4

28

მერანი

23

6

8

9

17

23

-6

26

ზესტაფონი

23

6

8

9

40

40

0

26

ზუგდიდი

23

6

7

10

16

27

-11

25

მეტალურგი

23

6

6

11

21

28

-7

24

სიონი

23

5

5

13

21

36

-15

20

ვიტ-ჯორჯია

23

4

4

15

21

33

-12

16

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.113192