სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:48 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და ალბა ახალ კონტრაქტზე თათბირობენ

უახლოეს პერიოდში კატალონიური “ბარსელონას” მარცხენა მცველმა ხორდი ალბამ კლუბთან ახალ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი.

26 წლის მოთამაშე “ბარსელონაში” 2012 წელს “ვალენსიადან” გადავიდა და დაცვის მარცხენა ფრთაზე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს მაღალი კლასის შემსრულებლის შენარჩუნება სურს და მას კონტრაქტის გახანგრძლივებას 2020 წლამდე სთავაზობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაიწყო და ისინი იმედოვნებენ, რომ ყველა პირობაზე შეთანხმდებიან. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, ხორდიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

0.095572