ფეხბურთი

14:39 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბიაბიანიმ “პარმასთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ფრანგმა ნახევარმცველმა ჯონათან ბიაბიანიმ იტალიურ “პარმასთან” კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

26 წლის ფეხბურთელი მწყობრიდან შარშან სექტემბერში გამოვიდა, როდესაც ექიმებმა გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩინეს.

ბიაბიანი მას შემდეგ მკურნალობს, მაგრამ მოედანზე დაბრუნების იმედს ჯერ ვერავინ აძლევს. ჯონათანს პარმელებთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ დღეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მან მოქმედება შეწყვიტა. თავად ფეხბურთელმა ერთწლიან ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ხელფასი “პარმას” არცერთ მოთამაშეს არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09983