“ბურსასფორის” ცენტრალური ნახევარმცველი ოზან ტუფანი ზაფხულში შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი გახდეს.
20 წლის ფეხბურთელი წელს განსაკუთრებულ სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში ერთად, 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი გარჯა უყურადღებოდ არც ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას დარჩა და უკვე 11 თამაშში (1 გოლი) მიიღო მონაწილეობა.
turkish-football.com-ის ცნობით, ესპანური კლუბის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება “ბურსასფორთან” და მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ამ ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მადრიდელთა თურქმა ნახევარმცველმა არდა თურანმა, რომელსაც ტუფანისთან კარგი ურთიერთობა აქვს. “ატლეტიკოს” გარდა ოზანის შეძენით “იუვენტუსი”, “ლივერპული” და “დორტმუნდი” არიან დაინტერესებულნი.







