ფეხბურთი

13:28 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ბლატერი კიდევ ერთხელ შემოელანძღა

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელმა ლეგენდა დიეგო მარადონამ, 29 მაისს გასამართი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები უყურადღებოდ ვერ დატოვა და თავისებური, ხისტი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებენ იოზეფ ბლატერი, რომელიც ამ თანამდებობას აგერ უკვე 17 წელია იკავებს, აზიის წარმომადგენელი პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი და ევროპელები ლუიშ ფიგუ და მიქაელ ვან პრააგი. არგენტინელი ალ ჰუსეინის გუნდის წევრია, უფრო საიმიჯო კუთხით, თორემ იდეებზე სხვა ადამიანები ზრუნავენ.

“მოხარული ვარ ამ გუნდის წევრობით. მთელს მსოფლიოში დავდივარ და ფეხბურთთან კავშირში მყოფ ადამიანებს პრინცის იდეებს ვაცნობ. ეჭვგარეშეა, რომ ფიფას პრეზიდენტად მისი არჩევა მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება. ბლატერს კონკურენტების ეშინია, რადგან ისინი არჩევნებზე მას ხმების ყიდვის საშუალებას არ მისცემენ. ადრე ის ამას მარტივად ახერხებდა, ახლა კი, შანსი არა აქვს.

ცვლილებების დრო დადგა. ჩვენ შეგვიძლია ფიფა ყველასათვის უკეთესი გავხადოთ და ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ ცვლილებების გამჭვირვალე პროცესს. მე ვიცი რა გააკეთა საკუთარ ქვეყანაში ალ ჰუსეინმა და რა შეუძლია მას გააკეთოს ფეხბურთისთვის. ადრეც ვამბობდი და განვმეორდები, რომ ახლა ფეხბურთი იმ ხალხის ხელშია, რიმელთაც ფეხბურთი არ უყვართ. ჩვენ არ გვჭირდება ის, რასაც ბლატერი აკეთებს. ამ კაცს ფეხბურთი არც უთამაშია და მე გადავწყვიტე დავეხმარო პრინცს, რათა ის ფიფას პრეზიდენტობას ჩამოვაშორო” - განუცხადა Diario Popular-ს მარადონამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093226