“ვალენსიას” პრეზიდენტი ამადეო სალვო “ბილბაოსთან” ფრედ (1:1) დარულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ღამურების” ბოსი ძალიან გაბრაზებული გახლდათ ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესის მსაჯობით. მისი თქმით, ვიტიენესი ლა ლიგის დონის მსაჯი არაა და ის ვალდებულია, რომ “ვალენსიას” მიმართ ბოდიში მოიხადოს.
“ვიტიენესის მსაჯობა ლა ლიგის დონეს არ შეესაბამებოდა. კლუბისადმი პატივისცემის ამბავია, რომ მან “ვალენსიას” და მის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადოს, რადგან მისი შეცდომების წყალობით მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. აღშფოთებული ვარ დღევანდელი მსაჯობით და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირდება. “ვალენსია” მეტ პატივისცემას იმსახურებს”, - ციტირებს სალვოს სიტყვებს “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ვიტიენესმა გუშინდელ შეხვედრაში 82-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდი გააძევა, ხოლო 90-ე წუთზე არიც ადურისს თამაშგარე გოლი ჩაუთვალა.