ჩოგბურთი

20:51 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა მარტშიც პირველია

WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოკითხვა ტარდება, საუკეთესო ჩოგბურთელი ქალის გამოსავლენად. მარტში გულშემატკივრებმა უძლიერესად ამერიკელი სერენა უილიამსი დაასახელეს.

უილიამს-უმცროსმა გამოკითხვაში მონაწილეთა 52 პროცენტი მიიღო და 12-ით აჯობა მეორე ადგილზე გასულ რუმინელ სიმონა ჰალეპს. მესამეზე ესპანელი კარლა სუარეს ნავარო გავიდა, რომელსაც მხარი გამოკითხულთა 8 პროცენტმა დაუჭირა.

მარტის თვის “ამომავალი ვარსკვლავის” ნომინაციაში სერენას თანამემამულე სლოან სტივენსმა იმარჯვა. მან მეორე-მესამე ადგილებზე გასულებს, ჩეხ კაროლინ პლიშკოვას და შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს აჯობა.

0.119863