ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ბელარუსმა ალექსანდერ ბურიმ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) წყვილთა თანრიგის ფინალში გასვლა მოახერხეს.
ბასილაშვილმა და ბურიმ ტაივანელი ჰსინ-ჰანი ლი და იტალიელი ალესანდრო მოტი 6:4, 7:5 დაამარცხეს და 75-75 სარეიტინგო ქულა შეიმატეს.
ფინალში ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები სერბებს ბოზოლიაცს და კრაინოვიჩს ეთამაშებიან, რომელთაც პირველ ნომრად განთესილ გერმანელებს – კრეტჩმერს და საჩკოს 7:5, 3:6, 10:5 მოუგეს.
ნეაპოლის ჩელენჯერის ჩემპიონები აქტივს 125-125 ქულით გაიმდიდრებენ.