სუპერლიგის მონაწილე „სოხუმის“ კაპიტან უკანახაზელ ირაკლი ჩლაიძეს, რომელიც საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე სტუ-ს ეხმარება, ტრავმის ნაწილობრივ მოშუშების შემდეგ შუბლზე დადებული ექვსივე ნაკერი მოხსნეს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჩლაიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩლაიძემ შუბლის ტრავმა თბილისში დასრულებული საერთაშორისო სტუდენტური ლიგის შესარჩევი ოთხთა ტურნირის მეორე ტურში ხარკოვის (უკრაინა) ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან შეხვედრის დროს მიიღო.




