საკალათბურთო „ა“ ლიგა ,რომელშიც 6 გუნდი ასპარეზობს, აღდგომის დღესასწულის შემდეგ განახლდება. კონკრეტული ვადა ჯერჯერობით უცნობია.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ა“ ლიგას პირველი წრის შემდეგ 9-9 ქულით „არენა 76“ და „წყალტუბო ლიდერობს. გორის „დილა“ კი ერთპიროვნული აუტსაიდერია, რომელმაც პირველ წრეში ყველა შეხვედრა წააგო.







