Bild-ის ცნობით, “იუვენტუსი”, “დორტმუნდი” და “ტოტენჰემი”, “მიუნხენ 1860”-ის 19 წლის ნახევარმცველით ჯულიან ვეილით დაინტერესდნენ. წყაროს ცნობით, ვეილი მეორე ბუნდესლიგაში შთამბეჭდავთან თამაშობს.
თინეიჯერს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა.
ვეილი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია, სადაც 7 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.