ფეხბურთი

15:59 | 10.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ვალენსია” ლორენტესთვის ივაჭრებს

ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ტურნირის “იუვენტუსის” ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ მომავალ ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს.

მას შემდეგ, რაც ალვარო მორატა გამოჯანმრთელდა, 30 წლის ესპანელი “ბებერი ქალბატონის” სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. გარკვეულწილად, მისი არცთუ მაღალი შედეგიანობა (7 გოლი 34 მატჩში), სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მას საჭირო სათამაშო დრო არ ეძლევა.

სწორედ ამიტომ, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფერნანდო შეეცდება კონტრაქტი “ვალენსიასთან” გააფორმოს. “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო, რომელიც “ვალენსიაში” განათხოვრების წესით თამაშობს, სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით ინგლისში დაბრუნდება და “მესტალიაზე” ის ლორენტემ უნდა შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელთა თავკაცმა მაქს ალეგრიმ ლორენტეს წასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:07 | 16.04.2015
georgian championship (289)

ევროპის ჩემპიონატი როდის ჭიდაობაში?

00:52 | 28.03.2015
gogimama (163)

ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ სერიოზულ წარმატებას. ორი ოქროს, ორი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს და გუნდური მეორე ადგილი ნებისმიერ ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ადავოდ დიდი წარმატებაა. ასეთი წარმატება საქმისადმი სერიოზული მიდგომის დამადასტურებელია მთლიანად ფედერაციის და ნაკრები გუნდის მხრიდან. ვუსურვებ ბიჭებს ასეთივე წარმატებით სვლას შემდგომ ასპარეზობებზე.

20:32 | 26.03.2015
I.Arqania (558)

კაია ბიჭებოა იმუშავეთ უფრო მეტი !!!!

09:56 | 26.03.2015
BEERTRANCE (97819)

ვულოცავ წარმატებას.

03:25 | 26.03.2015
mushni (93569)

მეორე დღეს ავურიეთDDDDDDDDDD

0.062289