ფეხბურთი

12:52 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ფხიზლად უნდა ვიყოთ”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ფიქრობს, რომ მის გუნდს ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში ფხიზლად ყოფნა მართებს, რადგან სეზონის ბოლოს ყველაფერია მოსალოდნელი და არაა გამორიცხული ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა გუნდებმა სიურპრიზები შესთავაზონ.

“სეზონის ბოლოს ყველაფერია მოსალოდნელი. კლუბებმა, რომლებიც ლიგაში დასარჩენად იბრძვიან, შესაძლოა, სიურპრიზები შემოგვთავაზონ. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი destentor.nl-ი.

“ვიტესი” ჰოლანდიის ერედივიზიონის მოდევნო სამ ტურში “ექსელსიორს”, “დორდრეხტსა” და “დენ ჰააგს” შეხვდება, რომლებიც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.

კაშიას აზრით, თუ ევროთასებისთვის ბრძოლა სურთ, მომდევნო შეხვედრები უნდა მოიგონ:

“ჩვენ მომავალი სამი მატჩი უნდა მოვიგოთ. მათთან შედარებით ჩვენი სათამაშო დონიდან გამომდინარე გამარჯვება აუცილებელია”.

ამჟამად, “ვიტესი” 48 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.

0.117608