კალათბურთი

11:37 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ 45 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2 მატჩი გაიმართა.

“გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “პორტლენდი” 116:105 დაამარცხა. ოკლენდელებს 45 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. გამთამაშებელმა პარკეტზე 35 წუთი დაჰყო. კარიმ 13-დან 8 სამქულაინი ჩააგდო, 10-დან 5 ორქულიანი მოათავსა კალათში და 3-დან სამი საჯარიმო სროლა გამოიყენა. “პორტლენდში” 27 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. “გოლდენ სტეიტი” 64 მოგებით და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“მაიამი” შინ “ჩიკაგოსთან” 78:89 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ჩიკაგომ” 33:8 მოიგო. “ხარებში” 16 ქულით და 15 მოხსნით პო გასოლი გამოირჩა. მაიამელთა რიგებში საუკეთესო ჰასავ ვაითსაიდი იყო - 19 ქულა და 16 მოხსნა. ამ დამარცხებით ფლორიდელებმა საგრძნობლად შეიმცირეს პლეი-ოფში გასვლის შანსები. “მაიამი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 44 მარცხით მეათე ადგილზე იმყოფება.

“მაიამი ჰიტი” – “ჩიკაგო ბულზი” 78: 89 (18:20, 33:12, 8:33, 19:24)

“მაიამი”: ვაითსაიდი (19 ქ. 16 მ.), დრაგიჩი (15 ქ.), ბეილესი (13 ქ.), უეიდი (9 ქ.), დენგი (8 ქ. 8 მ.), ენისი (6 ქ.), ანდერსონი (4 ქ.), ჩელმერსი (2 ქ.), ჰასლემი (2 ქ.)

“ჩიკაგო”:გასოლი (16 ქ. 15 მ.), ბრუქსი (14 ქ.), გიბსონი (14 ქ. 12 მ.), დანლივი (12 ქ.), როუზი (12 ქ.), მიროტიჩი (9 ქ.), სნელი (7 ქ.), ნოა (3 ქ.), ჰაინრიხი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=J7coKIEASts

“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 116:105 (30:27, 27:27, 27:30, 32:21)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (45 ქ. 10 პ.), ტომპსონი (26 ქ.), ბარნსი (12 ქ.), გრინი (11 ქ. 14 მ.), ბოგუტი (10 ქ.), იგუადალა (4 ქ.), სფეიტსი (4 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.), ჰოლიდეი (2 ქ.)

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (27 ქ. 6 მ.), ლილარდი (20 ქ. 8 პ. 6 მ.), მაკლამი (17 ქ.), ლოპესი (10 ქ.), აფლალო (8 ქ.), ბატუმი (7 ქ. 10 მ.), ლეონარდი (4 ქ.), კამანი ($ ქ.), ბლექი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=8rxCDi2VH6E

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115525