ფეხბურთი

3:25 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” გამარჯვება ბოლო წუთზე დააკარგვინეს

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ბოლო სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებული ინტერესი “სან მამესზე” გამართულმა მატჩმა გამოიწვია, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” “ვალენსია” მიიღო და ფრედ ეთამაშა.

პირველი ტაიმი უინტერესო გამოდგა და სახიფათო მომენტები არ შექმნილა, მაგრამ მეორე ნახევარი საპირისპიროდ წარიმართა. 46-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, რომელიც ეჩიტას თავური დარტყმით დასრულდა, მაგრამ დიეგო ალვეშმა მშვენივრად ითამაშა და ბურთი მოიგერია. 56-ე წუთზე არიც ადურისი გახლდათ მიზანთან ახლოს, თუმცა მისი თავურის შემდეგ ნიკოლას ოტამენდიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. სამაგიეროდ, შედეგიანი აღმოჩნდა “ვალენსიას” პირველივე რეალური მომენტი. 61-ე წუთზე სტუმრებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რაც როდრიგო დე პაულის გოლით დასრულდა, რომელიც პირველ ტაიმში ტრავმირებული პაბლო პიატის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე. სამჯერ შეეძლო გატანა როდრიგო მორენოს, რომელმაც ერთ ეპიზოდში ააცილა, ხოლო ორ შემთხვევაში გორკა ირაისოსს ვერ აჯობა. გადამწყვეტი ბოლო 10 წუთი გამოდგა, 82-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესმა ნიკოლას ოტამენდი ძალიან საეჭვო ვითარებაში გააძევა. აბსოლუტურად ყველა ესპანური გამოცემა თანხმდება, რომ არგენტინელი მცველი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. მსაჯმა შეხვედრის 90-ე წუთზე არიც ადურისს თამაშგარე გოლი ჩაუთვალა და “ღამურებს” უმნიშვნელოვანესი ორი ქულა წაართვა - 1:1.

მატჩის დასრულების შემდეგ გაცოფებული გახლდათ “ვალენსიას” პრეზიდენტი ამადეო სალვო, რომელმაც ვიტიენესს არაპროფესიონალი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ლა ლიგის შეხვედრების განსჯას არ იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ესპანურმა გამოცემამ “მარკამ” ვიტიენესის მსაჯობა 1/10 ბალით შეაფასა.

“ვილიარეალმა” შინ “ესპანიოლი” მიიღო და მოულოდნელად, სამარცხვინო მარცხი იწვნია. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარეს და დამსახურებულად განადგურდნენ. “თუთიყუშების” მხრიდან დუბლით გამოირჩა ფელიპე კაისედო, ხოლო ერთი გოლის გატანა ვიქტორ სანჩესმა მოახერხა – 0:3.

დღის მესამე შეხვედრა ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ კლუბებს შორის შედგა. “ელჩემ” “მარტინეს ვალეროზე” “ხეტაფე” მიიღო და მნიშვნელოვანი ქულა მატჩის ბოლოს დაკარგა. ერთადერთი გოლის გატანა ჰინესტროზამ 84-ე წუთზე მოახერხა – 0:1. ამ გამარჯვების შემდეგ “ხეტაფე” უკვე 10 ქულით მოცილდა გასავარდნ ზონას, ხოლო “ელჩე” მხოლოდ სამი ქულით უსწრებს მე-18 ადგილოსან “ალმერიას”.

ბილბაო – ვალენსია 1:1 (0:0)


ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ეჩიტა, ბალენსიაგა, დე მარკოსი, მ.რიკო (ვიგუერა 71), სან ხოსე, ი.ლოპესი (ბენიატი 55), იბაი (სუსაეტა 71), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვალენსია (4-2-3-1):
ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ორბანი, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, როდრიგო (კანსელო 85), პიატი (დე პაული 27), ფეგული, ალკასერი (ნეგრედო 71).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 0:1 დე პაული (61), 1:1 ადურისი (90).
გაფრთხილებები: ბალენსიაგა, ადურისი, ბენიატი, გურპეგი, ირაისოსი – გომეში, ალვეში, ბარაგანი
მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12(4)-7(4), ჯარიმა: 17-15, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-3

ვილიარეალი – ესპანიოლი 0:3 (0:1)


ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, მუსაჩიო, რუისი, გასპარი, ხ.კოსტა, პინა (მარკოსი 59), ტრიგეირასი, ჯონათანი (ალფონსო 65), კემპბელი, ჯოვანი, ვიეტო (ხ.მორენო 59).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია, დუარტე, ხ.ლოპესი (კანიასი 64), ვ.სანჩესი (ა.გონსალესი 83), ვ.ალვარესი, ლუკასი, ს.გარსია, კაისედო (სტუანი 77).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 0:1;0:2 კაისედო (24;68), 0:3 ვ.სანჩესი (79).
გაფრთხილებები: პინა – ალვარო
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 7(2)-14(4), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-2

ელჩე – ხეტაფე 0:1 (0:0)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-4-2): ტიტონი, როკო, ლომბანი, სისმა, დ.სუარესი, პასალიჩი (ა.ნიგუეზი 85), ა.გონსალესი, გ.როდრიგესი, ფაჟრი (კორო 86), კ.ერერა (ვ.როდრიგესი 70), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, ალექსისი, ველაზკესი, ვიგარაი, ესკუდერო (ლაგო 70), ლასენი, ხ.როდრიგესი, ჰინესტროზა, სარაბია (დიავარა 81), ვაზკესი (ლეონი 70), დ.კასტრო.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

გოლი: ჰინესტროზა 84.
გაფრთხილებები: ჯონათასი, ა.გონსალესი – ვიგარაი, ესკუდერო, ვაზკესი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 16(2)-9(4), ჯარიმა: 13-19, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 5-5, სეივი: 3-2

თეგებილა ლიგა
0.734249