თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგას გამოეთიშა. ბასკურ კლუბს პლეი-ოფში გასვლის შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც “ანადოლუ ეფესმა” “ფენერბაჰჩესთან” სტამბოლური დერბი წააგო, თუმცა, “ლაბორალ კუჩა” მალაგაში “უნიკახასთან” 84:93 დამარცხდა და F ჯგუფში თამაში მე-5 ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 17:25 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა (ყველა შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართაგან ფაბიენ კოსიე (21 ქულა), ფერნანდო სან ემეტერიო (16) და დარიუს ადამსი (12) გამოირჩნენ, ხოლო “უნიკახას” რაიან ტულსონმა (17), ჯეისონ გრეინჯერმა (15) და კალებ გრინმა (11) ულიდერეს. თბილისური “არმიას” ყოფილმა მოთამაშე, ქართული პასპორტის მქონე უილ ტომასმა მალაგელებს 14:11 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
F ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა და მეოთხედფინალში E ჯგუფის მეოთხეადგილოსან ათენის “პანათინაკოსთან” თამაში მოუწევს მანუჩარ მარკოიშვილის ცსკას. მოსკოველებმა 14 ტურში მე-12 გამარჯვება მილანში იზეიმეს, სადაც “ემპორიო არმანი” 88:79 დაამარცხეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14:17 წუთი დაჰყო და 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მარკოიშვილმა ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი საშა კაუნი (19), ანდრეი ვორონცევიჩი (14) და ანდრეი კირილენკო (14) იყვნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინტერი წელს ნამდვილად კარგია და ყველაზე მეტი შანსი აქვს სკუდეტოს მოგების. ალბათ ტურინში გასამართი თამაში იქნება გადაწყვეტი.
ინტერს მილანისგან განსხვავებით ძირითადიც კარგი ყავს და სკამის რესურსიც მეტი აქვს,ამიტომ გაუჭირდება იუვეს წელს ჩემპიონობა.მილანზე უკეთესი კი არა კონკრეტულად ლუკაკუ-ლაუტაროს დუეტი კრისტინა-მორატას დუეტსაც კი ჯობია,ანუ კონკრეტულად თავდასხმის დუეტი იუვენტუსზე უკეთესიც ყავს და რომელ მილანზეა ლაპარაკი.თან კონტე ჩემპიონატის მწვრთნელია.ლიგაზე იკუკავს ხოლმე თორემ ჩემპიონატის მოგება იცის.ასე რომ არ მგონია მილანისგან განსხვავებით ინტერმა რომ ეს შანსი გაუშვას ხელიდან
ჩემთვის საწყენია მილანმა საბოლოოდ რომ დათმო პოზიციები.მოსალოდნელიც იყო ეს ჩავარდნა(მითუმეტეს იბრას და სხვების გარეშეც) მაგრამ მაინც.კრისტინას რაც შეეხება ჰეთრიქი კი არა მეთხუტმეტე წუთზე გასაგდები იყო,სახე ჩამოათალა ტიპმა კალიარის მეკარეს და მხოლოდ ყვითელი მიცეს.აქაც მოქმედებს დიდი ფეხბურთელის ავტორიტეტი.კიეზა მართლა კარგი ბიჭია,პენოზე საგოლე პასს და ზოგადად აქტიურ თამაშს რომც შევეშვათ მორატას რა პასი დაუხატა ტიპმა მაეტო ეგ ღირდა საყურებლად თუმცა ვერ გაიტანა ესპანელმა.ინტერმა წესით არ უნდა გაუშვას ეს შანსი,11 თამაში დარჩა სათამაშო და მინიმუმ 7 ქულიანი ფორა უჭირავს იუვესთან.მინიმუმ 7 ქულიანი იმიტომ რომ იმ გადადებულ თამაშს იუვე ან მოუგებს ნაპოლის და ან არა