ჩოგბურთი

22:39 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ნეაპოლში უდანაკარგოდ თამაშობს!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერზე, რომლის საპრიზო ფონდიც 106 500 ევროა, ჩინებულად თამაშობს.

დღის პირველ ნახევარში ბასილაშვილმა ერთეულთა ბადის მატჩი გამართა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა, საღამოსკენ კი TENNIS NAPOLI CUP 2015-ის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გააღწია.

მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ბასილაშვილმა და ბელარუსმა ალექსანდერ ბურიმ რუსი მიხაილ ელგინი და ბელარუსივე სერგეი ბეტოვი 7:6 (7:3), 3:6, 11:9 დაამარცხეს, არადა, საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე 4:9-ს აგებდნენ და მეტოქეებს ზედიზედ 7 გათამაშება აართვეს.

ბასილაშვილმა და ბურიმ 45-45 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ნახევარფინალში კი ძალებს ტაივანელ ლისთან და იტალიელ მოტისთან მოსინჯავენ, რომელთა ძლევაც 75-75 ქულას მოუტანთ.

ეს მატჩი 10 აპრილს ჩატარდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა ბადის მატჩს ჩაატარებს. თბილისის დროით 13:00 საათიდან ბასილაშვილი იტალიელ ტომას ფაბიანოს გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში, აქტივს 45 ქულას შემატებს.

0.125567