ფეხბურთი

22:20 | 9.04.2015 | ნანახია 948 - ჯერ

ანანიძე “არსენალთან” დამარცხდა

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკი” საკუთარ მოედანზე ტულის “არსენალს” დაუპირისპირდა. “არსენალის” ფეხბურთელებმა მურატ იაკინის გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ჯანომ მოედანი 84-ე წუთზე დატოვა.

მოსკოველთა გუნდის კარში გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე სმირნოვმა გაიტანა. რუსეთის 16 გუნდიან პრემიერლიგაში “სპარტაკი” 36 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, ტულას “არსენალი” კი მე-15 ადგილს იკავებს.

სერბეთის სუპერლიგის 22-ე ტურში “ნაპრედაკმა” გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა “ვოივოდინა.” მასპინძელთა შემადგენლობაში არ უთამაშია დავით კოხიას. სერბეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ვოივოდინა” 37 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში “გაბალამ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “სიმურგი”. გიორგი ჩიხრაძის გუნდის კარში ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე აბისოვმა გაიტანა. აზერბაიჯანის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “სიმურგი” 35 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ლიტვის ა ლიგის მე-7 ტურში “ტრაკაიმ” საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა “შიაულია”. სტუმართა შორის სრულად ითამაშა თამაზ ჩარგეიშვილმა. ლიტვის ათგუნდიან ჩემპიონატს 18 ქულით “ჟალგირისი” ლიდერობს, “შიაულიაი” კი ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:00 | 02.12.2017
ogafa (10211)

წარმატებები

13:27 | 30.11.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ეხლა სომხები სახლში იტყვიან - სამჯერ იმენნა სლუჩაინად წავაგეთ, ზატო ის ერთი მოვიგეთ ძალიან იარკადო

15:56 | 30.11.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDD

0.063576
948