როგორც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ მენთეშაშვილმა განმეორებითი ოპერაცია გაიკეთა - 35 წლის მოთამაშეს ლითონის ფიქსატორის ამოღება ჩაუტარდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სამედიცინო კლინიკიდან ხვალ გაწერენ. კლუბის ექიმ ლევან ქებაძის განცხადებით მენთეშაშვილი 2 კვირაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის დაუბრუნდება მინდორს.
ზურაბ მენთეშაშვილი “საბურთალოს” წევრი 2013 წელს გახდა. მან გასულ სეზონის პირველი ლიგის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი 5 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო.