ფეხბურთი

19:16 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძე ლიდერთან დამარცხდა

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 29-ე ტურში, ბაქოს აზალ-მა, რომელშიც ლაშა კასრაძე თამაშობს, სტუმრად გათამაშების ლიდერ აგდამის “ყარაბაღთან” 1:2 წააგო.

ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. აზალ-მა ანგარიში მე-10 წუთზე ასადოვის დარტყმის შედეგად გახსნა. მე-20 წუთზე ლეროი ჯორჯმა თანაფარდობა აღადგინა, ხოლო 49-ეზე ნადიროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აზალ-ი ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის კასრაძემ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 27 მატჩი ჩაატარა. აქედან, 22-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

აზალ-ი 31 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.

0.109909