პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) საფეხბურთო კლუბ “ბელხატოვში” 20 წლის თავდამსხმელი გიორგი სარჯველაძე ჩაირიცხა. ამის შესახებ ბელხატოველთა ოფიციალური ვებგვერდი და ინტერნეტპორტალი 90minut.pl-ი იუწყებიან.
სარჯველაძე 2013-2014 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “სასკოში” გამოდიოდა, სადაც 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონი “დინამო 2”-ში დაიწყო, რომლის რიგებში 10 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. სარჯველაძეს ჯერ თამაშის უფლება არ აქვს და ამას მომავალი სეზონიდან შეძლებს.
“ბელხატოვს” 30 ქულა აქვს და 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზეა.