კალათბურთი

14:29 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მორიგი კლუბი გაანადგურა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგი მატჩი გამართა და კვლავ იმარჯვა. ნიკოლოზ ჩერქეიშივილის გაზვრთნილმა ნაკრებმა თანატოლთა ლატვიური კლუბი “ტალსი” გაანადგურა – 83:46.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო გახდა გოგა ბითაძე. 19 ქულა მიითვალა ზაურ ჯანელიძემ. ქართველებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ, 37 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

ქართველი 16-წლამდელები ლატვიაში კიდევ 2 სპარინგ-მატჩს გამართავენ და 13 აპრილს გეზს რუმინეთისკენ აიღებენ, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ამხანაგური მატჩი. კანდავა. ლატვია. 8 აპრილი

საქართველო U16 - ტალსი 83:46

www.gbf.ge

0.12264