ფეხბურთი

3:50 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების სამი ქულა

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის პირველი ორი სათამაშო დღე ლოგიკური შედეგებით წარიმართა და ყველა ძლიერმა კლუბმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ტური მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის “ატლეტიკომ” გახსნა, რომელმაც შინ სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღო და იოლად დაამარცხა. მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველივე წუთებზე გადაწყვიტეს, მე-2 წუთზე მიკელ გონსალესმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მე-10 წუთზე ანტუან გრიზმანმა გაუტანა ყოფილ კლუბს. ამის შემდეგ “ატლეტიკოს” თავი აღარ მოუკლავს და მშვიდად შეინარჩუნა ანგარიში, ხოლო სტუმრებს მეტის გაკეთება არ შეეძლოთ – 2:0.

ვალენსიას ესტუმრა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “სევილია” და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო “ლევანტეს”, რომელსაც ლა ლიგაში დარჩენა სურს და თითოეული ქულა სჭირდება. “დალაქებმა” პირველ ნახევარი კევინ გამეიროსა და ხოსე ანტონიო რეიესის გოლებით მოიგეს, თუმცა 73-ე წუთზე უჩემ ერთი ბურთი გაქვითვა მოახერხა და ბოლო წუთებმა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, თუმცა “სევილიამ” დაცვაში ყურადღებით ითამაშა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:2

საშინელი სერია შეწყვიტა “ეიბარმა”, რომელმაც შინ “მალაგას” მოუგო და პირველად იმარჯვა მეორე წრეში – 1:0.

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მარტივი 3 ქულა გაიფორმა. კატალონიელებმა პირველი ნახევარი ლიონელ მესის ჩინებული გოლით მოიგეს, რასაც მეორე ტაიმში ლუის სუარესის დუბლი და მარკ ბარტრას გოლი დაემატა – 4:0. ლუის ენრიკეს გუნდი კვლავ ოთხი ქულით უსწრებს “რეალს” და შაბათს ურთულესი შეხვედრა ელის “სევილიასთან”.

ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “დეპორტივომ” შინ გასავარდნად განწირული “კორდობა” მიიღო და მარცხს ძვლივს გადაურჩა. სტუმრები 55-ე წუთზე ფლორინ ანდონემ დააწინაურა, რასაც მალე გალისიელთა 10 კაცით დარჩენა მოჰყვა, თუმცა მასპინძლებმა თამაში მაინც გადაარჩინეს, რაც ისევ ანდონეს დამსახურებაა, რომელმაც ამჯერად საკუთარ კარში გაიტანა და თავისი შრომა წყალში ჩაყარა – 1:1.

“ბარსელონასგან” განსხვავებით, გაუჭირდა მადრიდის “რეალს”. პირველ ნახევარში “რაიო ვალეკანო” აშკარად აღემატებოდა მრისხანე მეტოქეს და რამდენიმე ეპიზოდში იკერ კასილასის ჩინებული თამაში რომ არა, ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა. გამოცდილმა კიპერმა ალბერტო ბუენოს, ტრაშორასისა და მანუჩოს საკმაოდ რთული დარტყმების მოგერიება მოახერხა. მეორე ტაიმშიც კარგად გამოიყურებოდნენ მასპინძელები, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა და პაკო ხემესის გუნდმა გოლი აქეთ მიიღო. 68-ე წუთზე დანი კარვახალმა მარჯვენა ფლანგი გაარღვია და რონალდუს ჩაუწოდა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში პორტუგალიელმა უკვე ასისტენტობა გასწია, მისი გადაცემის შემდეგ ხამეს როდრიგესმა მეორე გოლის გატანა მოახერხა. მასპინძლები მაინც უტევდნენ და ერთი გოლის გატანა ნამდვილად შეეძლოთ, თუმცა მანუჩოს კვლავ კასილასმა აჯობა, ხოლო ტიტომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა – 0:2. აუცილებლად უნდა აღინიშნოს 51-ე წუთზე რონალდუსთვის უსამართლოდ მიცემული ყვითელი ბარათი. პორტუგალიელმა მეტოქე ერთი მოძრაობით ჩამოიშორა, რომელმაც კრიშტიანო წააქცია. პენალტის დანიშვნის ნაცვლად კი, მელერო ლოპესმა რონალდუ სიმულაციის გამო გააფრთხილა, რის გამოც “ეიბართან” თამაშს გამოტოვებს. მის გარდა, დისკვალიფიკაციის გამო არ იქნებიან ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი.

ლა ლიგაში დარჩენაზე მეოცნებე “გრანადამ” შინ “სელტა” მიიღო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები 94-ე წუთზე დაკარგა. მასპინძელები რობერტო იბანესის მიერ მე-3 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ. 42-ე წუთზე მურილიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ტაიმზე მეტი ანდალუსიელები 10 კაცით თამაშობდნენ, რამაც ბოლოსკენ იჩინა თავი. მსაჯის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა შეიქნა, რითაც შეცვლაზე შემოსულმა ბონგონდამ ისარგებლა და “ლოს კარმენესზე” შეკრებილი პუბლიკა დაამწუხრა – 1:1.

ტური დღეს გასამართი სამი შეხვედრით დასრულდება.

ატლეტიკო – სოსიედადი 2:0 (2:0)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხ.ხიმენესი, მირანდა, სიკეირა, გამესი, ტიაგო, მ.სუარესი, კოკე, თურანი (საული 86), გრიზმანი (გაბი 91), ფ.ტორესი (რ.ხიმენესი 61).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ელუსტონდო, მ.გონსალესი, ზალდუა, ბერჩიჩი, პარდო, ბერგარა, კანალესი (აგირეჩე 74), ზურუტუზა (ფინბოგასონი 74), პრიეტო, ჩ.კასტრო (გრანერო 81).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 მ.გონსალესი (2), 2:0 გრიზმანი (10).
გაფრთხილებები: თურანი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12(3)-9(2), ჯარიმა: 13-17, კუთხური: 4-10, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-1

ლევანტე – სეივილია 1:2 (0:2)


ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-4-2): მარინიო, ვინტრა, ხუანფრანი, ტონიო, მორალესი, სისოკო (კასადედუსი 81), სიმაო (ხოსე მარი 65), რ.გარსია, ელ ჟარი, ბარალი (მარტინსი 46), უჩე.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, ტრემულინასი (ფ.ნავარო 57), ფიგეირაში, კარისო, კრიშოვიაკი, იბორა, ვიტოლო, რეიესი (ვიდალი 61), გამეირო (ბაკა 79).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 გამეირო (10), 0:2 რეიესი (37), 1:2 უჩე (73).
გაფრთხილებები: ხუანფრანი, კასადედუსი, ელ ჟარი, ტონიო – ტრემულინასი, კარისო, ფიგეირაში, კოლოძიეჩაკი, ს.რიკო
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 19(6)-12(5), ჯარიმა: 16-16, კუთხური: 12-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-5

ეიბარი – მალაგა 1:0 (0:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, კასტელიანო, ანიბარო, ბოვედა, ვილა, დ.გარსია, ბორხა, კაპა (დ.ბოატენგი 91), ლარა, არუაბარენა (ლეკიჩი 87), ბერხონი (დელ მორალი 81).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, ბოკა, როსალესი, ტისონე, რესიო, ხუანმი, ჰორტა (ამრაბატი 60), ხუანპი (სამუელი 53), გერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: არუაბარენა 52.
გაფრთხილებები: დ.გარსია, ბერხონი, ბოვედა – ჰორტა, ხუანპი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8(5)-14(4), ჯარიმა: 15-17, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 4-4

ბარსელონა – ალმერია 4:0 (1:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ალვეში (მონტოია 64), პიკე, ბარტრა, ადრიანო, მასკერანო, რაკიტიჩი (რაფინია 67), ხავი, ლ.სუარესი, პედრო, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, მარინი, ტრახილიო, ხ.ნავარო, კასადო, კორონა, ტეიე, ესპინოსა (მანე 79), მენდეში (ზონგო 72), ვ.სილვა (ფ.სორიანო 56), ბიფოუმა.
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი

გოლები: 1:0 მესი (33), 2:0;4:0 ლ.სუარესი (55;93), 3:0 ბარტრა (75).
გაფრთხილებები: მასკერანო
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 19(12)-6(3), ჯარიმა: 9-14, კუთხური: 14-5, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-8

დეპორტივო – კორდობა 1:1 (0:1)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ლოპო, ხუანფრანი, სიდნეი, ლუისინიო, ბორგესი (მედუნჯანინი 63), ბერგენტინოსი, კუენკა, ფარინა (ჰ.კოშტა 63), ხ.როდრიგესი (რიერა 56), ტოჩე.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, პანტიჩი, გუნინო, ედიმარი, ბ.გარსია, კრინი, ბებე, კარტაბია (ფიდელი 80), ჰელდონი (ფ,როსი 75), ანდონე.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო

გოლები: 0:1;1:1 ანდონე (55;87 ს.კ.)
გაფრთხილებები: ლუისინიო, ბორგესი, ხუანფრანი, მედუნჯანინი – კრინი, კარტაბია, კრესპო
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 8(2)-16(7), ჯარიმა: 12-16, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 6-1

გრანადა – სელტა 1:1 (1:0)

გრანადა, “ნუევოს ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ე.ინსუა, ნიომი, რ.პერესი, იტურა, პიტი (მაინცი 45), მარკესი, იბანესი (კანდეიასი 76), ელ არაბი (კორდობა 65).
მწვრთნელი: აბელ რესინო

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, მალიო, ხონი, ა.ფერნანდესი (ა.ლოპესი 26), რადოია (ბონგონდა 68), პ.ერნანდესი (ლარივეი 81), მინა, ნოლიტო, ჩარლესი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 იბანესი (3), 1:1 ბონგონდა (93).
გაფრთხილებები: მურილიო, პიტი, რ.ფერნანდესი, ნიომი, კორდობა, იტურა – ხონი, კაბრალი, ა.ლოპესი, პ.ერნანდესი, რადოია
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 8(3)-12(4), ჯარიმა: 13-14, კუთხური: 1-5, თამაშგარე: 1-5, სეივი: 3-2

რაიო ვალეკანო – რეალი 0:2 (0:0)


მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენია, ზე კასტრო, ამაია, ნ.მარტინესი, ტიტო, ფატაუ (ხოზაბედი 57), ტრაშორასი, ემბარბა (აკინო 81), კაკუტა, ბუენო (მიკუ 69), მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი (ნაჩო 90), ბეილი (ერნანდესი 91), რონალდუ, ბენზემა (ისკო 72).

გოლები: 0:1 რონალდუ (68), 0:2 ხამესი (73).
გაფრთხილებები: ტიტო, ნ.მარტინესი, კობენიო, ამაია – ხამესი, რონალდუ, კროოსი, ბეილი, კარვახალი
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 20(8)-17(5), ჯარიმა: 15-11, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 2-6, სეივი: 3-8

თეგებილა ლიგა
0.241935