ფეხბურთი

0:57 | 9.04.2015 | ნანახია 2793 - ჯერ

“ლაციოს” ვეღარც თასზე აჩერებენ
7 ივნისს, რომში, "ლაციო" და "იუვენტუსი" იტალიის თასს გაითამაშებენ

ტურინის “იუვენტუსის” შემდეგ იტალიის თასის წლევანდელი გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. რომის “ლაციო” “ნაპოლის” ნეაპოლში აჯობა და 7 ივნისს, რომში, “ბებერ ქალბატონს” დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა, რომელიც რომში გაიმართა რაფაელ ბენიტესის გუნდისთვის სასურველი შედეგით, ფრედ 1:1 დასრულებულიყო და განმეორებითი თამაშის წინ ფავორიტად სწორედ ნეაპოლელები განიხილებოდნენ, მაგრამ...

ბოლო დროს ორთავე გუნდს რადიკალურად განსხვავებული დროება უდგათ. “ლაციო” გადასარევ ფორმაში იმყოფებოდა და სერია A-ში მიჯრით 7 მატჩი მოეგო. სამაგიეროდ, წარუმატებელი ხანა ედგა “ნაპოლის”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონას მკვეთრად და საგრძნობლად მოშორებულიყო. შესაბამისად მათთვის თასის ფინალში გასვლა ორმაგ დატვირთვას იღებდა.

მატჩი საბოლოოდ, კარგ ფორმაში მყოფმა დედაქალაქურმა “ლაციომ” მოიგო. ერთადერთი გოლი კი 79-ე წუთზე გავიდა. მიროსლავ კლოზეს დაწყებული შეტევა, ფელიპე ანდერსონმა დიდებულად განაგრძო და კარის გასწვრივ ბოსნიელი სენად ლულიჩი მონახა, რომელსაც ისღა დარჩენოდა ბურთი დაუცველ კარში მშვიდად გადაეგზავნა. შეხვედრაც რომაელებმა 1:0 მოიგეს იტალიის თასის ფინალში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, “იუვენტუსს” გაეჯიბრებიან.

რომის “ლაციომ” ბოლოს კოპა იტალიის გადამწყვეტ მატჩში 2013 წელს ითამაშა, როდესაც ფინალში თანაქალაქელ “რომას” სწორედ ლულიჩის გოლით ისტორიული თამაში მოუგო.

“ნაპოლი” – “ლაციო” 0:1 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; გარგანო (ინსინიე 85), ინლერი; გაბიადინი (კალეხონი 73), ჰამშიკი, მერტენსი (დე გუზმანი 68); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, ბრაიფიედი (კავანდა 83); კატალდი (მაური 55), ბილია, პაროლო; კანდრევა (ლულიჩი 67), კლოზე, ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 0:1 ლულიჩი (79)

გაფრთხილება: ალბიოლი (32), დე გუზმანი (85) – მაურისიო (48), ბერიშა (89), პაროლო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 9 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:5 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: დანიელე ორსატო


კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:26 | 09.04.2015
adp10 (10711)

საღოლ ლაციოს, გილოცავთ მის ფანებს, მინდოდა რომ ფინალში გასულიყო. კაი თამაში უნდა გამოდგეს ლაციო-იუვე, იმედია იუვე მოიგეს.

13:45 | 09.04.2015
ficxela10 (4839)

ფინალისთვის პოგბა და პირლოც მზად იქნება ასევე ასაამოა, წესით უნდა მოვიგოთ

17:27 | 09.04.2015
adp10 (10711)

გაგვიჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს მოვიგებთ. 2-1 მგონია რატომღაც ანგარიში.

13:44 | 09.04.2015
ficxela10 (4839)

ლაციოსთვის მთავარი ანდერსონის შენარჩუნება უნდა იყოს, კარგი ცენტრ ფორცარდი დაცვაში კორექტივები და1 კარგი ნახევარმცველი

13:26 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

Tifoz Di MALDINI - იმობილე რატოა გამორიცხული? არ მითხრა ჩვენთანო მოდისო! ჯერ ერთი თავისუფალი აგენტი არაა და ბერლიუსკონები ფულს არ გადაიხდის(რო არ ჟმოტობდნენ მილანი ასეთ დღეში არ იქნებოდა), მეორე მილანს მეკარე და თავდამსხმელი ნაკლებად ჭირდება, თქვენ უფრო ძლიერი მცველები და მინიმუმ 5 მაღალი დონის ნახევარმცველი გჭირდებათ. მესამე და მთავარი, იმობილე უპირატესობას იმ გუნდს მიანიჭებს რომელიც ლიგაში გამოდის!

13:21 | 09.04.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

იუვენტუსთან შანსი არ ექნებათ რომაელებს. ორი გოლით მოუგებენ)

13:27 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები!

13:20 | 09.04.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

ნაპოლიმ დაიმსახურა წაგება. კაი თამაში იყო.

13:03 | 09.04.2015
ficxela10 (4839)

cHaMilo (23955
მე ძირითად გუნდზე გეუბნევი, იქ კლოზეს ადგილი უკვე აღარ არის არც მაურისი, ზამენაზე არაფერი დაუშავდება კლოზეს თუ იქნება პირიქით გამოცდილია და სხვა ფორვარდს ბევრ რამეში დაეხმარება, მაურის შემთხვევაც ანალოგიურია

12:20 | 09.04.2015
chamilo (33560)

laciosErtguli ლაციოსაც ჭირდება კლოზე და მიროსაც ლაციო,კარგად ეწყობიან ერთმანეთს და თუნდაც სკამიდან რომ ჩაერთოს საკმაოდ კარგი ფუფუნებაა გუნდისთვის,ბაიერნშიც სიამოვნებით დავიბრუნებდი,სკამიდან გაასწორებდა ხოლმე

12:51 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

იქ სადაც ცანას და ონაზის არ უშვებენ გუნდიდან გერმანული ფეხბურთის მოქმედ ლეგენდას ვინ ეტყვის წადიო, იყოს მირო ჩვენთან და მომავალ სეზონზე დაეთმობა დრო ზოგჯერ ჩემპიონატში ზოგჯერ ლიგაზე! ბოლო-ბოლო რომას გამწარება უყვარს თავისი გოლებით და მაგისთვის ღირს გუნდში ყოლა.

12:05 | 09.04.2015
chamilo (33560)

ეს ნაპოლი კიდე ამ ბენიტესს რატომ არ უშვებს კი მიკვირს,აშკარად არ ჰყავს ცუდი შემადგენლობა მაგრამ ვერ აჩვენებს გუნდი თავის პოტენციალს

12:04 | 09.04.2015
chamilo (33560)

ficxela10 კლოზე საჭირო კაცია ჩემი აზრით და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ გერმანიის ნაკრების მოთამაშე იყო და სიმპატიები მაქვს,1 წელი უნდა დაიტოვონ თუნდაც სკამიდან რომ ჩაერთოს,ბებერი ხარის რქებიცა ხნავენო და კლოზეს საკმაოდ კარგი ალღო აქვს გოლის გატანის

12:14 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

მიროს წადის არავინ ეტყვის და როგორც ვიცი 1 სეზონი კიდე იქნება ჩვენთან.

12:00 | 09.04.2015
JUPITER (1548)

გილოცავთ ლაციოს ფანებო! ჩვენი ფინალია

12:12 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

თქვენ ჩემპიონობაც გეყოფათ, თასს ვერ გაგატანთ ოლიმპიკოდან... ისე კი მაგარი თამაში უნდა იყოს, ამ სეზონზე "ჩვენ" იტალიის საუკეთესო გუნდები ვართ.

11:40 | 09.04.2015
ficxela10 (4839)

მაურის და კლოზეს დრო წავიდა უკვე, 1 კაი ფორვარდი მარცხენა მცველი და ლაციო კარგად გამოვა ლიგაზე, ლორენტე იქნება იდეალური ლაციოსთვის, კანდრევა ანდერსონი კარგი პადაჩებით მოამარაგებენ და ისიც ამოავსებს კარებს,

12:00 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

სანამ სტეფანო მაური თვითონ არ იტყვის მივდივარო, მანამ კაპიტანს კარებისკენ ვერავინ მიუთითებს, ჩვენი კაპიტანი გულით ლაციალეა! გეთანხმები ძლიერი მარცხენა მცველი გვჭირდება მარტო რადუს იმედათ ვერ ვიქნებით, არც 1 შუა მცველი გვაწყენდა დე ვრეის დონის. თავდამსხმელი 1 გვყავს გუნდში და ისიც ძაან ასაკოვანი, დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონზე ლიგისთვის ლოტიტო ან იმობილეს ან გრაციანო პელეს მოგვიყვანს. 7 ივნისს შევხვდებით!!!

13:19 | 09.04.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

იმობილე გამორიცხულია.

11:37 | 09.04.2015
ficxela10 (4839)

შიგ დე ლაურიენტესში შევიდა ლაციო გუშინ, ანდერსონი რა მგელია, უნდა შეინარჩუნოს ლაციომ

10:06 | 09.04.2015
Alex1212 (310)

ყოჩაღ ლაციო, ფორმის პიკზეა.

09:00 | 09.04.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

ს.გ ლაციო წელს იუვეს მერე ჩემი აზრით საუკეთესოა

02:21 | 09.04.2015
ioska123 (1425)

Mixaria lacios warmatebaa

02:16 | 09.04.2015
Mr_gr (1404)

ლაციო ლაციო იტალიაში სხვა არაფერია თემა უყურებენ ლაციო სანამ გააგრძელებს მოგეგბებს

01:12 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

7 ივნისს "სტადიო ოლიმპიკო" ამ სეზონის იტალიის ორ საუკეთესო გუნდს უმასპინძლებს. მიმზიდველი თამაში იქნება დარწმუნებული ვარ.

01:09 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

ნაპოლი ამ ბენიტესს რატო ახევს კოსტუმს ვერ ვხვდები?! პიოლი ძლიერი სპეციალისტი და ტაქტიკოსი აღმოჩნდა, ამ ბოლო წლებში პეტკოვიჩის ხელში თამაშობდა გამართულ ფეხბურთს ლაციალე ოღონდ დრო და დრო, პიოლიმ სტაბილურობა, ხარისხი და გამართული ფეხბურთი დანერგა. ყოჩაღ პიოლი!

01:05 | 09.04.2015
laciosErtguli (3640)

ძაან მძიმე თამაში მოვიგეთ. ფორცა ლაციალე!!!

01:02 | 09.04.2015
drogba_<3 inter (23926)

მართლა კარგი გუნდი დადგა ლაციო რომას ჯობია

0.111023