ნიკოლოზ ცომაიას ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათამაშება. ცომაიამ 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და კონკურენტებისათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
5.5 ქულით II-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი, 3. ირაკლი ახვლედიანი, 4. ლუკა შამუგია.
გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ ჯანიაშვილმა აჩვენა. მის ანგარიშზე 7-დან 5 ქულაა. 4.5 ქულით მეორე ადგილზე დალი ნანეიშვილი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია 4 ქულით ლილე ქორიძემ დაისაკუთრა.