ფეხბურთი

21:56 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოს” კარვალიო დაუბრუნდა

“მონაკოს” გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, რიკარდუ კარვალიომ ტრავმა მოირჩინა და ლაზარეთი დატოვა.

36 წლის უკანახაზელმა დაზიანება 29 მარტს, პორტუგალიის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. მას შემდეგ, “მონაკომ”, ლიგა ერთში, 2 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მოიგო.

“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კარვალიომ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ივარაუდება, რომ ის პარასკევს “კანთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109978