ლონდონის “არსენალი” “პორტოს” 25 წლის ნახევარმცველ იესინ ბრაჰიმის ტრანსფერში 45 მილიონ ევროს იხდის. ინგლისური კლუბი ალჟირელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
ბრაჰიმი “პორტოს” ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სადაც 21 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. ნახევარმცველი 2013 წლიდან ალჟირის ეროვნული ნაკრების წევრიცაა.