ფეხბურთი

21:38 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსიმ ვარჯიში განაახლა

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა რობინ ვან პერსიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს..

ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, ის მოუთმენლად ელის 12 აპრილს, როცა პრემიერლიგის 32-ე ტურში “იუნაიტედი” თანაქალაქელ “სიტის” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ვან პერსიმ “სუონსისთან” მატჩში კოჭი დაიზიანა. ფეხბურთელი მინდორზე 21 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ვან პერსი “სიტის” წინააღმდეგ.

0.122055