ფეხბურთი

20:02 | 8.04.2015 | ნანახია 0 - ჯერ

დი ნატალე: “სანჩესი ნეიმარზე უკეთესია”

იტალიური “უდინეზეს” ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ ლონდონის “არსენალის” ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მეტწილად “მეთოფეთა” ამჟამინდელი ლიდერის და თავისი ყოფილი თანაგუნდელის – ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა.

დი ნატალეს თქმით, ალექსისი კონცენტრირებული მოთამაშეა და იგი ბრაზილიელ ნეიმარზე მაღლაც დააყენა.

“ვიცოდი, რომ “უდინეზემ” ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიძინა. ჩვენი გუნდის მიზანიც ყოველთვის ეს იყო; ნიჭიერი მოთამაშეების დაღვინება და შემდეგ მათი დიდ გუნდებში გასხვისება. ალექსისი ჩვენამდე “კოლო კოლოდან” “რივერში” გადავიდა ეს უკვე იყო დიდი ნაბიჯი მის კარიერაში.

ჩემს კარიერაში არაერთ ვარსკვლავთან ერთად მითამაშია, რომლებიც უყურადღებოდ იყვნენ – აგძელებს ტოტო, მაგრამ სანჩესი პირიქით – ყოველთვის ბოლომდე კონცეტრირებული, გამორჩეული ხაირისხით და ძალიან ტექნიკურიც.

მითამაშია ბევრი ჩემპიონის გვერდით, მაგრამ იგი საუკეთესო თანაგუნდელია, როგორიც არასდროს მყოლია.

სანჩესი მრავალმხრივი ფეხბურთელია და სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. მახსოვს, უდინეში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა და მას ნახევარდაცვაში უწევდა ასპარეზობა. მას მომატება კიდევ შეუძლია, როგორც მე, არც ისაა მაღალი, მაგრამ ვფიქრობ, თავით თამაშის გაუმჯობესებაც კი ხელეწიფება.

ყოველთვის ვუყურებ ალექსის თამაშებს. მისი ნახვა მუდამ შესანიშნავია, ჩვენ ერთმანეთს ზაფხულში უოტფორდში შევხდით; იგი ახლა უკვე ვარსკვლავია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილა, ისევ ისეთივეა, როგორც ადრე გაცნობის პირველ პერიოდში.

სანჩესი და ნეიმარიც ორივე დიდებული ფეხბურთელები არიან. არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ მე ალექსის ვირჩევ, რადგან უფრო კონცენტრირებული თავდამსხმელი მგონია”, - ამბობს დი ნატალე.

ალექსის სანჩესი და ანტონიო დი ნატალე “უდინეზეში” 2008-2011 წლებში თამაშობდნენ და ეს ტანდემი მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:41 | 09.03.2016
BIANCONEROO (124)

სალაჰს და ჯეკოს დააფსას ფეხებზე ტოტიმ თორე დასტოვებდა ზიზუ პოსტს )

16:18 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:19 | 09.03.2016
CR7NOLE (15561)

შენს კარიერას როგორ დაამშვენებს წელსვე ლიგის მოგებით დაწყება

13:47 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

აბაა ბიჭო მარა ძაან მეეჭვება

12:02 | 09.03.2016
BEERTRANCE (97819)

ბევრი მომენტი გაანიავეს, გუშინდელ თამაშში ეპატიებათ მარა ...

12:06 | 09.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

კი, ძალიან ბევრი. 38 დარტყმა ჰქონდათ კარისკენ

11:56 | 09.03.2016
bagaturia (342)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:20 | 09.03.2016
datio (885)

ჩემპიონატში უშანსოდ, თასიდან გამოშვებული ... დაისვენეთ და ელოდეთ კენჭისყრას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073017
სარეკლამო ადგილი - 99
X x X