ინტერნეტ-გამოცემა Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური “ლივერპული” “ლიონის” ლიდერის, ალექსანდრ ლაკაზეტის გადაბირებას შეეცდება.
გამოცემის ცნობით, მერსისაიდული გუნდი, მომდევნო ზაფხულში, შეტევის ხაზის გაძლიერებას შეეცდება და ფრანგი თავდამსხმელი ბრენდან როჯერსის ერთ-ერთი რჩეულია. თუმცა, პრობლემას სერიოზული კონკურენცია ქმნის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაკაზეტის შეძენას “მანჩესტერ სიტი”, “დორტმუნდი”, “ჩელსი”, “არსენალი” და “ტოტენჰემიც” შეეცდებიან.
ლაკაზეტი “ლიონის” სკოლის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში, მან მონაწილეობა 34 თამაშში მიიღო და 28 გოლი გაიტანა.