ფეხბურთი

18:34 | 8.04.2015 | ნანახია 835 - ჯერ

სალაჰით "რომა" და "იუვენტუსი" დაინტერესდნენ

როგორც www.standard.co.uk იუწყება, “ფიორენტინას” სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსისგან” მოჰამედ სალაჰის გამოსყიდვა სურს. ფლორენციული კლუბის გარდა სალაჰის შეძენით დაინტერესებული არიან ტურინის “იუვენტუსი” და “რომა.”

ფეხბურთელი 2014 წელს შვეიცარიული “ბაზელიდან” 13,2 მილიონ სტერლინგად გადავიდა ლონდონის “ჩელსიში,” თუმცა ჟოზე მოურინიო თამაშის საშუალებას იშვიად აძლევდა. ამ მიზეზით სალაჰმა “ფიორენტინაში” იჯარის წესით წასვლა გადაწყვიტა.

არისტოკრატთა საკუთრებაში მყოფი ეგვიპტელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა იტალიურ კლუბს, რომლის რიგებში 7 გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

https://www.youtube.com/watch?v=dHEaET1gwWE


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:00 | 08.04.2015
l.a.s.h.a (246)

ეს კუადრადოს ჯობია თან მაგრად რაღაცნაირად წააგავს მესის რაღაც რაღაცეებში ძაან ძვრომიალა ფეხბურთელია ბურთს ძლივს ართმევენ მაგარია ნამვილად

19:34 | 08.04.2015
super (8) (1364)

ამის ტრანსფერით ფიორენტინამ მოიგო ბევრად მაგრად ჩაჯდა ვიდრე კუარდადო....

19:40 | 08.04.2015
ioska123 (1425)

Martali xar

0.139473