ფეხბურთი

17:36 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მორატი “ინტერის” დაბრუნებას არ აპირებს

“ინტერის” ყოფილმა მესაკუთრემ, მასიმო მორატიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მილანური გუნდის უკან გამოსყიდვას გეგმავს.

2013 წლის შემოდგომაზე, მორატიმ, “ინტერის” აქციათა საკონტროლო პაკეტი ინდონეზიელ ბიზნესმენს, ერიკ ტოჰირს მიჰყიდა. ბოლო დროს, “ნერაძურის” მიერ ნაჩვენები ძალზე ცუდი შედეგების შემდეგ, გავრცელდა ხმები, თითქოს მორატი კლუბის სათავეში დაბრუნებას გეგმავს, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ყველაფერი ეს ჭორებია და არა სიმართლე. ერიკ ყოჰირს მხარს ვუჭერ. იმედი მაქვს, ის, “ინტერთან” ერთად, წარმატებას მიაღწევს. ის დიდ მსხვერპლზე მიდის და მას წარმატების მისაღწევად საჭირო შესაძლებლობები აქვს. კლუბის უკან გამოსყიდვის ვარიანტი შემიძლია გამოვრიცხო.” – ციტირებს მორატის სიტყვებს Mediaset-ი.

0.130713