ფეხბურთი

16:39 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძამბროტა შვეიცარიული “კიასოდან” დაითხოვეს

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ჯანლუკა ძამბროტა შვეიცარიის ჩელენჯლიგაში მოასპარეზე “კიასოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

“კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ძამბროტას ბოლო წლებში გაწეული სამუშაოსთვის და ძალისხმევისთვის. მომავალში მას წარმატებას უსურვებს” – იუწყება შვეიცარიული კლუბის პრესსამსახური.

იტალიელმა “კიასოს” 2013 წლის ივლისში მოთამაშე მწვრთნელის სტატუსით მიაშურა. მიმდინარე სეზონში 26 ტურის მერე, “კიასოს” 24 ქულა აქვს და 10 გუნდში ბოლოსწინა ადგილი უკავია. მისი კლუბიდან გაშვების მიზეზი სწორედ არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახდა.

0.125217